weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ჩემ ფერმერულ მეურნეობას ვყიდი – ნინო ზამბახიძე

11:49 სამშაბათი, 22 იანვარი 2019
ფოტო: Forbes Georgia ფოტო: Forbes Georgia

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ფერმერი ნინო ზამბახიძე ახალციხეში საკუთარი ფერმერული მეურნეობის გაყიდვას აპირებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, შექმნილი მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო.

ნინო ზამბახიძის განცხადებას „რეგინფო“ უცვლელად გთავაზობთ:

„აქამდე ჩემი წარმატების ისტორია იცოდით. ახლა მოგიყვებით როგორ შეიძლება წარმატებული ადამიანი ერთ დღეს გახდეს წარუმატებელი. 8 წელი ახალციხეში ვიცხოვრე იმ იდეით, რომ ხარისხიანი პროდუქტი მეწარმოებინა, გრანტებიც მოვიგე და საქართველოს რეალობისთვის დიდი ფერმერული მეურნეობის მეპატრონეც გავხდი, ბევრი გამოწვევა იყო. მახსოვს, 2010 წელს მოგებულ ტენდერზე გაფორმებული ხელშეკრულება როგორ შემიწყვიტეს და ასობით ათასი ვალი როგორ დაგვედო კომპანიაში, მაგრამ „რაც არ გკლავს გაძლიერებს“ პრინციპით გავიტანეთ თავი. დაიწყო ახალი ერა სოფლის მეურნეობის აყვავების. ამ პერიოდში ფერმა დავხურეთ, ძროხები ბრუცელოზით დაავადდნენ, რატომ ამაზე პასუხი არ მაქვს, ბევრი მიზეზი დასახელდა და დაკვლა მოგვიწია. აქაც ასობით ათასი ვალი დავიდეთ. ახლაც მოგებული ტენდერი წავაგეთ. ასე რომ, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, 

რასაც შევწირე თავი, რის გამოც გადავედი სოფელში საცხოვრებლად და დავტოვე შვილები ფაქტობრივად დედის გარეშე, რასაც შეეწირა ჩემი ოჯახი, ყველაფერს, ანუ ჩემ ფერმერულ მეურნეობას ვყიდი.

ეს კომპანია ჩემი, რომ არ ყოფილიყო, ამ ამბებს ასე არ დავტოვებდი. რაც შეეხება ფერმერთა ასოციაციას, კიდევ უფრო გავაძლიერებ, მერწმუნეთ“, – წერს ნინო ზამბახიძე.

„რეგინფო“ ამ თემაზე მეტ ინფორმაციას ნინო ზამბახიძესთან დაკავშირების შემდეგ შემოგთავაზებთ.

ნინო ზამბახიძე 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეა. გამოცემა Forbes Georgia-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, 2008 წელს ბიზნესპარტნიორთან ერთად, მან ყველის საწარმო ააშენა, ხოლო 2009 წელს კომბინირებული საკვების საწარმო ძროხებისთვის. მისი ფერმერული მეურნეობა ასევე მოიცავს ხეხილის ბაღს, ხელოვნურ ტბას და თევზსარეწს, ძროხების ფერმას, ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობას. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ნინო ზამბახიძე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) გლობალურ ახალგაზრდა ლიდერად დასახელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]