weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საგარეჯოში ჩირის მაღალტექნოლოგიური საწარმოს აშენება იგეგმება

12:18 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით, საგარეჯოში ჩირის მაღალტექნოლოგიური საწარმო აშენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონ დოლარს აღემატება.

ახალი საწარმოს ასაშენებლად შპს „ჯეო-ორგანიკს“ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საგარეჯოში 36 785 კვ.მ. სახელმწიფო ქონება გადასცა.

„საწარმო წელიწადში მინიმუმ 120 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს და მზა პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპის ქვეყნების ბაზრებზე განახორციელებს. კომპანია სამომავლოდ ხილის ჩიპსის წარმოებასაც გეგმავს“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ოფიციალური ინფორმაციით, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2014 წლიდან მხარდაჭერილია 435 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა მილიარდ ლარზე მეტია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]