weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფინკა ბანკი დეპოზიტებზე საუკეთესო პირობების შეთავაზებას განაგრძობს

16:04 ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019

ფინკა ბანკი დეპოზიტებზე საუკეთესო პირობების შეთავაზებას განაგრძობს და ლარში განთავსებულ დეპოზიტზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ინარჩუნებს. ფინკა ბანკის 6 სახის დეპოზიტი მომხმარებლების მიზნებზეა მორგებული. საინტერესო პირობები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის.

როგორც ფინკა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი თამარ სოფრომაძე ამბობს, ფინკა ბანკში ყველა მომხმარებელი იპოვის მისთვის სასურველ და მის მიზანზე მორგებულ დეპოზიტს.

„მოხარულები ვართ, რომ ფინკა ბანკში დეპოზიტებზე საუკეთესო შეთავაზებაა და 2018 წლის საუკეთესო საპროცენტო განაკვეთები უცვლელი დავტოვეთ. მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან ან გადმოიტანონ დეპოზიტი ფინკა ბანკში და მიიღონ მაღალი საპროცენტო სარგებელი. საპროცენტო სარგებელი განსხვავებულია დეპოზიტის მიხედვით და დამოკიდებულია ვადაზე, ვალუტაზე და სარგებელის გატანის პირობაზე. დეპოზიტის მინიმალური ვადა 3 თვეა, ხოლო მაქსიმალური - 24 თვე“ - აღნიშნავს თამარ სოფრომაძე.

ფინკა ბანკის დეპოზიტებზე, მაქსიმალური ვადის შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ასე გამოიყურება:

  • შემნახველი დეპოზიტი ლარში - ნომინალური 7% (ეფექტური 7.23%). მომხმარებელს შეუძლია თანხის განკარგვის სრული თავისუფლებით ისარგებლოს.
  • ვადიანი დეპოზიტი ლარში - ნომინალური 50% (ეფექტური 10.91%)
  • ვადიანი დეპოზიტი „მეტი სარგებელი“ - ნომინალური 12.5% (ეფექტური 12.5%)
  • ზრდადი დეპოტიზი ლარში - ნომინალური 11% (ეფექტური 10.52%), მომხმარებელს შეუძლია თანხის დამატება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ოდენობით;
  • ზრდადი დეპოზიტი „მეტი სარგებელი“ - ნომინალური 12% (ეფექტური 11.41%)
  • საბავშვო დეპოზიტის ლარში გახსნის შემთხვევაში ნომინალური საპროცენტო სარგებელი - 50% - (ეფექტური 11.50%).

ფინკა ბანკში მოხმარებელბს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ტიპის დეპოზიტი გახსნას. დეპოზიტის გასახსნელად სერვის ცენტრში მხოლოდ ერთი ვიზიტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია საჭირო. არსებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დეპოზიტი გახსნან როგორც ინტერნეტ ბანკის გამოყენებით, ასევე ვებ-გვერდიდან www.FINCA.ge 

ფინკა ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის FINCA Impact Finance წარმომადგენელია საქართველოში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი წარმოდგენილია მსოფლიოს 20 ქვეყანაში, ჰყავს საერთაშორისო აქციონერები და პარტნიორები, რაც უზრუნველყოფს საქართველოში ფინკა ბანკის ოცწლიან წარმატებულ და სტაბილურ საქმიანობას. 

[R] ფინკა ბანკის ინფორმაცია
 
   
 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]