weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

წყალტუბოში სანატორიუმი „იმერეთი“ 3 მილიონ ლარად იყიდება

14:13 პარასკევი, 25 იანვარი 2019

წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 3 მილიონი ლარია. მყიდველმა 41 150 კვ.მ ტერიტორიაზე მინიმუმ 110 ნომრიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო უნდა ააშენოს და არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

სანატორიუმი პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში იყიდება და მიზანი ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებაა.

„წყალტუბოში უკვე გაყიდულია ყოფილი სანატორიუმები „მეშახტე“, „ივერია“ და „ცისკარი“. მათ ადგილას მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რისთვისაც 15 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება“, – აცხადებენ ქონების ეროვნული სააგენტოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]