weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იმედი მაქვს ტარიფების გაძვირების პროცესს „მაგთიც“ შეაჩერებს – ბექაური

11:03 ორშაბათი, 28 იანვარი 2019
ფოტოზე კახა ბექაური ფოტოზე კახა ბექაური

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, კომპანიებმა „სილქნეტმა“ და „მაგთიკომმა“ არასწორ დროს არასწორი გადაწყვეტილება დაანონსეს, ვინაიდან ბაზარზე ტარიფის გაზრდის წინაპირობა არ არსებობდა. ბექაურის თქმით, კარგია, რომ „სილქნეტმა“ კომისიის მიმართვის საფუძველზე, უკვე შეაჩერა გაძვირების პროცესი. მან იმედი გამოთქვა, რომ „მაგთიც“ ანალოგიურად მოიქცევა.

სატელეკომუნიკაციო ტარიფების გაძვირების საკითხზე კახა ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართულ ბაზარზე, სატელეკომუნიკაციო ტარიფების გაძვირების საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ საცალო ბაზარი დავარეგულიროთ, მათ შორის, ზღვრულ ტარიფებზე კომპანიებს ვალდებულება დავუწესოთ.

თუ კომისია მივა დასკვნამდე, რომ ეს ორი დიდი ძალის მქონე ოპერატორი („სილქნეტი“ და „მაგთი“) ბაზარზე ფასების გაძვირებით თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, კომისიას უფლება აქვს საცალო ზღვრული ტარიფები დააწესოს“, – აღნიშნა კახა ბექაურმა.

მისივე განმარტებით, კომპანიებს კომისიის მიერ დაწესებული ზღვრული ტარიფის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება სასამართლოში აქვთ, თუმცა კახა ბექაური ფიქრობს, რომ საქმე აქამდე არ მივა, რადგან კომისია დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„მე არ მახსენდება, ბოლოს როდის წავაგეთ სასამართლო პროცესი. იმიტომ, რომ კომისიის ყველა ასეთი გადაწყვეტილება ფუნდამენტური კვლევისა და ანალიზის საფუძველზე მიიღება. დეტალურად ხდება საკითხების შესწავლა, როგორც აპარატის, ასევე კომისიის ხუთივე წევრის მხრიდან“, – განაცხადა ბექაურმა.

კომისიის თავმჯდომარემ, მსოფლიო ტენდენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნელ-ნელა ხმოვანი მომსახურება ძალიან მცირდება და იაფდება, ვინაიდან ეს სრულად ინტერნეტში გადადის.

„Whatsapp, Viber უკვე მობილური კომუნიკაციების თანმდევი სერვისები გახდა, შესაბამისად, GSM-ის ხმოვანი მომსახურების მოცულობა მცირდება და მცირდება ფასებიც. ამიტომ მსოფლიოში დიდი გამოწვევების წინაშე არიან მობილური კომპანიები, იმისთვის, რომ შემოსავლები არ დაკარგონ, ისინი ყოველდღიურად ფიქრობენ, რა ახალი პროდუქტები შექმნან, რომ მომხარებელი კმაყოფილი იყოს“, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]