weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ჩვენი საკუთარი ფლოტის შექმნაზე შორს წასული მოლაპარაკებები გვაქვს – ქობულია

12:52 სამშაბათი, 29 იანვარი 2019

„გვაქვს საკმაოდ შორს წასული მოლაპარაკებები ჩვენი საკუთარი ფლოტის შექმნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საზღვაო სფეროში საქართველოს სერიოზული გეგმები აქვს, მათ შორის მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.

გიორგი ქობულიას თქმით, მთავრობას მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს შესასრულებელი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებთან დაკავშირებითაც.

„თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მილიონია და მგზავრთნაკადი პრაქტიკულად ზღვარზეა. შარშან აეროპორტი 3.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ქუთაისში მიმდინარეობს ინვესტირება და ოთხჯერ უნდა გავზარდოთ მისი სიმძლავრე. 2019 წელს პრაქტიკულად დასრულდება აღნიშნული პროექტი და ოთხჯერ უფრო მძლავრი აეროპორტი გვექნება. ქუთაისში ძალიან დიდი ზრდა უნდა იყოს“, – განაცხადა ქობულიამ.

29-30 იანვარს თბილისში, „ტექნოპარკში“ ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ იმართება. ღონისძიება ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“-ის ეგიდით ტარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]