weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

29 იანვრის მონაცემებით მანდარინის ექსპორტმა 29 723 ტონა შეადგინა

18:16 სამშაბათი, 29 იანვარი 2019

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 29 იანვრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 29 723 ტონა შეადგინა. გასული წლის ამავე პერიოდში საქართველოდან 23 122 ტონა მანდარინი იყო ექსპორტირებული.

„წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩებიან რუსეთი (19 836 ტ) და უკრაინა (6 424 ტ), ასევე სომხეთი (2 767 ტ), უზბეკეთი (261 ტ), ყაზახეთი (138 ტ), ბელორუსია (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ) და ლატვია (40 ტ). მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სამრეწველო გადამუშავებისთვის ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 20 იანვრის იანვარმდე, 13 638 ტონა შეადგინა. ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი 8 320 ტონა იყო.

„აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა. საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებს ცხელი ხაზიც – 1501“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]