weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობა 73.2 ტონა რუსულ თაფლს აღარ შეისყიდის

22:44 ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებით, კომპანია, რომლისგანაც სამთავრობო უწყებებისთვის რუსული თაფლი უნდა შეეძინათ, ტენდერიდან მოხსნილია. სააგენტოში განმარტავენ, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი თაფლის ნიმუშმა დადგენილი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს განცხადებას ნატურალური თაფლის (CON18000093) ტენდერთან დაკავშირებით. აღნიშნულ ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ“ მოქმედი კანომდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დისკვალიფიკაციის საფუძვლები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N70-ში“, – ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებებისთვის 73 200 კილოგრამი თაფლის შეძენას ითვალისწინებდა. უცნობია, რამდენმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ტენდერში, თუმცა კილოგრამი თაფლის ყველაზე დაბალი ფასი - 14 ლარი, კომპანიამ „ვ.ტ“ წარადგინა. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფო 1 024 800 ლარის გადაიხდიდა თაფლში, რომელსაც „ვ.ტ“-ს რუსული კომპანია „აპიდეისგან“ შეიძენდა და საქართველოში შემოიტანდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]