weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

2-3 ძროხის პატრონს ფინანსური ვალდებულებები არ დაეკისრება – სურსათის სააგენტო

16:47 კვირა, 03 თებერვალი 2019
ფოტოზე სეს-ის უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ფოტოზე სეს-ის უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში, მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება.

სააგენტოს განმარტებით, 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულო იქნება იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს სურსათს. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა, ხოლო რეგულაციის მთავარი მიზანი, სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით, მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვაა.

„აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას“ – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

მათივე ინფორმაციით, ახალი რეგულაციის შესახებ ფერმერებს დეტალურ ინფორმაციას სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან და რეკომენდაციებს მისცემენ.

რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად წესდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]