weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 15 ათასამდე ჰექტარია დამუშავებული

10:21 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში, ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 15 ათასამდე ჰექტარი თხილის ფართობი უკვე დაამუშავეს.

სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, ქიმიური წამლობა მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით ტარდება და ვადები ზედმიწევნით არის დაცული.

„წამლობის  თარიღი და მავნებლის გავრცელების არეალი ფართომასშტაბიანი მონიტორინგის შედეგად განისაზღვრა. ქიმიური წამლობის ვადა მავნებლის ბიოლოგიის გათვალისწინებით დაიგეგმა. მიუხედავად უხვი ნალექებისა, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.    

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში  დაახლოებით 48 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი.

ქვეყნის მასშტაბით 15 ათასამდე მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგი დამონტაჟდა. შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, რომელზეც მავნებლის გავრცელების შესახებ მონაცემები აისახება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]