weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება

18:08 ორშაბათი, 04 თებერვალი 2019

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი მოეწყობა და აკვატორიის სიღრმე გაიზრდება, რისი მეშვეობითაც ნავსადგური 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს.

„ახალი ტერმინალი განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე. აკვატორიის სიღრმე გაიზრდება 12 მეტრამდე. პროექტს „პეის ჯგუფი“ განახორციელბს, რომელიც რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანიაა და საზღვაო სააგენტოს, საბროკეროს, ლოჯისტიკურ, საკონტეინერო და ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს აერთიანებს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, პროექტის საერთო მოცულობა 120 მილიონი აშშ დოლარია და ორ ფაზას ითვალისწინებს. პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონ დოლარს შეადგენს. აქედან  50 მილიონი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ გამოიყოფა.

კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა (OPIC) და „პეის ჯგუფს“ შორის 50-მილიონიანი ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

„ამერიკის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა ამ პროექტში და OPIC-ის მიერ გამოყოფილი 50-მილიონიანი დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო  არის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი“, –განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, OPIC–ს საქართველოში თითქმის 600 მილიონი აშშ დოლარი აქვს ინვესტირებული, რაც 60-მდე პროექტს მოხმარდა. რაც შეეხება „პეის ჯგუფს“, როგორც ბახტაძემ თქვა, აღნიშნულ კომპანიას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და უკვე მრავალი წელია საქმიანობს ამ სფეროში.

„მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნად  ჩამოყალიბების საქმეში, მით უფრო, რომ ჩვენ გვაქვს მიზანი, საქართველო გახდეს რეგიონული ეკონომიკური ცენტრი და რეგიონული ჰაბი ლოგისტიკასა და ტრანსპორტში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდის დაიწყება და დასრულდება მშენებლობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]