weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

„მწვანე აჭარა“ - მთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით საიმიჯო კლიპი გადაიღეს

15:11 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით საიმიჯო ვიდეორგოლი „მწვანე აჭარა“ გადაიღო. ვიდეოში ასახულია ტურუსტების მოგზაურობა ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე, მტირალას ეროვნულ პარკში, პეტრას ციხეზე, მახუნცეთის ჩანჩქერზე, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმსა და მწვანე ტბაზე.

კლიპი რეგიონში ჩასულ ტურისტებს ზღვაზე დასვენების გარდა, ეროვნულ პარკებში, დაცულ ტერიტორიებსა და მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე სამოგზაუროდ ეპატიჟება.

„16 სამიზნე ქვეყანაში დაწყებული გვაქვს როგორც ზღვის, ასევე აჭარის მთის, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების რეკლამირება. დღემდე ასეთი მასშტაბის კლიპი აჭარის მაღალმთიანეთზე არ გადაღებულა. ამ ეტაპისთვის გადაღებულია 4 ვიდეო რგოლი, რომელსაც უახლოეს დღეებში იხილავენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს სამიზნე ქვეყნებში. ვიდეორგოლები არის განსხვავებული შინაარსის და გათვლილი სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაზე“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოს 2 329 677 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 981 668 შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ია. ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან განხორციელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]