weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიწა 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა - პრემიერი

15:35 სამშაბათი, 12 თებერვალი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად, 2016 წლიდან დღემდე, მიწა 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა, რეგისტრირებული მიწების ფართობი კი 300 ათას ჰექტარს აღემატება.

მამუკა ბახტაძის თქმით, მიწის რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გამარტივდა და ეს სერვისი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა.

„წლების განმავლობაში მიწების რეგისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა იყო მოქალაქეებისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ის გუნდი, რომელმაც დაიწყო ქმედითი და აქტიური ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემის ერთხელ და საბოლოოდ მოსაგვარებლად. რეფორმის ეს ეტაპი 2016 წლის პირველი აგვისტოდან დავიწყეთ და დღემდე 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა, ისარგებლა ამ რეფორმით. დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად უკვე ყველა სირთულე აღმოფხვრილია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მიწების აღრიცხვასთან ერთად, მესაკუთრის უფლებების დაცვა იყო.

„დღეს ჩვენს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა ამ სერვისებით უფასოდ ისარგებლონ. მსურს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რომ აქტიურად ისარგებლონ ამ გამარტივებული პროცედურებით.

2016 წლის პირველი აგვისტოდან 2019 წლის თებერვლამდე რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 300 ათას ჰექტარზე მეტია“, – აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ რეფორმის განხორციელების პროცესში ბლოკჩეინ სისტემის გამოყენების უპირატესობებზე ისაუბრა: „ბლოკჩეინი ნიშნავს იმას, რომ ამ სისტემაში შენახული მონაცემების წაშლა, შეცვლა, კორექტირება, გადაწერა ან მისი უკანონოდ გამოყენება თითქმის შეუძლებელია და ეს მონაცემების დაცვის სტანდარტს ფაქტიურად უმაღლეს ნიშნულზე აყენებს. სწორედ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა შევძლოთ და მოვახდინოთ საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია. ჩემი მიდგომა და მოწოდებაა თითოეული სამინისტროს მიმართ, რომ რეფორმებში, რომელიც 2019 წელს დაინერგება, გამოყენებული იყოს მსგავსი ტექნოლოგიები“.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, მიწის რეგისტრაციის რეფორმა ე.წ. საექსპორტო რეფორმაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]