weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მსესხებლებს, რომელთაც ვალი გაუნულდათ, დამადასტურებელი ცნობის აღებას ურჩევენ

10:56 ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019

პრობლემურ მსესხებელთა უფლებადამცველი ასოციაცია მოქალაქეებს, რომლებსაც სესხი გაუნულდათ, ურჩევს, აიღონ ცნობა, რომლითაც დადასტურდება, რომ ამა თუ იმ კომპანიის მიმართ დავალიანება აღარ აქვთ.

ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პრობლემური სესხების ე.წ. ამომღებმა კომპანიებმა განულებული სესხების თავიდან მოთხოვნა დაიწყეს. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ასოციაცია მსესხებლებს შესაბამისი ცნობის აღებისკენ მოუწოდებს.

„კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა („ქართუ“ ფონდმა) შეიძინა გაპრობლემებული აქტივები კერძო ბანკებიდან და ამომღები კომპანიებიდან, ზოგმა უარი თქვა პორტფელის გაყიდვაზე,  თუმცა, ჩამოწერის პროექტი საკმაოდ კარგად ჩატარდა, რასაც მივესალმებით. კარგი ინიციატივა იყო, თუმცა

ამომღებმა კომპანიებმა თავიდან დაიწყეს გადახდის მოთხოვნა. ყველამ, ვისაც სესხი გაგინულდათ, მიმართეთ კომპანიებს განულების ცნობის ასაღებად, დოკუმენტი, რომ აღარ გაქვთ დავალიანება ამა თუ იმ კომპანიის მიმართ.

თუ სიტყვიერი მოლაპარაკებით უარს გეტყვიან საბუთზე, მიმართეთ წერილობით“, – აღნიშნულია პრობლემურ მსესხებელთა უფლებადამცველი ასოციაციის განცხადებაში.

სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge 615 164 მსესხებლის 1 387 296 სასესხო ჩანაწერის შესახებ არის ინფორმაცია ატვირთული. ჯამური დავალიანების თანხა 4 104 429 484 ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]