weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს

12:02 ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019

სხვადასხვა დასახელების 24-მა ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზესაკურა (Japan Women’s Wine Awards 2019) უმაღლესი ჯილდოები – ორი ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

„საკურა“ წელს მეექვსედ ჩატარდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსზე 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარდგენილი, ჟიურის შემადგენლობაში კი იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონები – სომელიეები, მწერლები და ჟურნალისტები იყვნენ.

ღვინის კონკურსზე „ორმაგი ოქრო“ მოიპოვეს შალვა გვარამაძის მეღვინეობამ („საფერავი“) და მაყაშვილის ღვინის მარანმა („ქისი 2017“);

ოქროს მფლობელები არიან: მეღვინეობა „ბესინი“ (ქინძმარაული პრემიუმი 2017); მეღვინეობა „ბესინი“ (მუკუზანი 2017); „ბოლერო და კომპანია“ (დაისი, ქისი, ქვევრი 2018); დუგლაძეების ღვინის კომპანია (საფერავი რეზერვი 2014); შალვა გვარამაძის მეღვინეობა (წარაფი); ვაზი+ (მეღვინეობა ბინეხი, რქაწითელი ქვევრი 2015); ვაზი+ (მეღვინეობა ბინეხი, საფერავი ქვევრი 2014); ვაზი+ (მეღვინეობა ბინეხი, საფერავი რეზერვი 2017); მაყაშვილის ღვინის მარანი (საფერავი 2015); მეღვინეობა ჩელთი (ჩელთი 2018); მეღვინეობა ჩელთი (ჩელთი 2015); მეღვინეობა ჩელთი (ჩელთი, ქვევრი 2015); მეღვინეობა ჩელთი (ჩელთი, ქვევრი 2016);კორპორაცია „ქინძმარაული“ (ალაზნის ველი 2016); შალაურის ღვინის მარანი (რქაწითელი 2014);

ვერცხლის მფლობელები არიან: მეღვინეობა „ვაზიანი“ (საფერავი, კაბერნე 2017); მეღვინეობა ბესინი (ბესინი, ქვევრი თეთრი, 2017); „ბოლერო და კომპანია“ (დაისი, რქაწითელი, ქვევრი 2018); დუგლაძეების ღვინის კომპანია (მუკუზანი 2016); დუგლაძეების ღვინის კომპანია (ცქრიალა„ბრუტი“); მეღვინეობა ვაზიანის ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ (ხიხვი 2017); მეღვინეობა ვაზიანის ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ (მწვანე 2017).

„ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელ ღვინოებს 5 მარტს, საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan, უმაღლესი ჯილდოს (Diamond Trophy) მოსაპოვებლად წარადგენენ.

„მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის ღვინის ბაზარზე“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია. ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს ამ ქვეყანაში 212 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 37%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]