weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

2018 წელს საქართველოში 498 000 ვიზიტორი შოპინგისთვის შემოვიდა

12:41 ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019
ფოტო © Tamuna Karumidze ფოტო © Tamuna Karumidze

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2018 წელს 498 000 უცხოელი ვიზიტორი საქართველოში შოპინგის მიზნით შემოვიდა, რაც ვიზიტორების რაოდენობის 6.9%-ია.

2018 წელს განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილება ვიზიტის მიზნის მიხედვით ასეთია:

  • დასვენება, გართობა, რეკრეაცია – 3 075 800 ვიზიტი (მთლიანი ვიზიტების 42.7%);
  • ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად – 1 463 100 ვიზიტი (მთლიანი ვიზიტების 20.3%);
  • მეგობრების/ნათესავების მონახულება – 1 189 600 ვიზიტი (მთლიანი ვიზიტების 16.5%);
  • პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა – 623 800 ვიზიტი (მთლიანი ვიზიტების 8.7%);
  • შოპინგი, საქონლის შეძენა პირადი მოხმარებისთვის – 498 400 ვიზიტი (მთლიანი ვიზიტების 6.9%);
  • მკურნალობა, გაჯანსაღება – 196 200 ვიზიტი (მთლიანი ვიზიტების 2.7%);
  • სხვა – 156 300 ვიზიტი (მთლიანი ვიზიტების 2.2%).

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ვიზიტორებმა საქართველოში ჯამში 7.9 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც 37.4%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 21.8%-ით გაიზარდა და 1082 ლარი შეადგინა.

საკვებსა და სასმელზე ვიზიტორებმა ჯამში 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს, რაც ერთ ვიზიტზე საშუალოდ 307.6 ლარია; განთავსებაზე 1.8 მილიარდი ლარი დაიხარჯა – ერთ ვიზიტზე საშუალოდ 248.5 ლარი; გართობაზე მთლიანმა ხარჯმა 1.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ერთ ვიზიტზე საშუალოდ 194.8 ლარს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, უცხოელი ვიზიტორი საშუალოდ 150.7 ლარს ხარჯავს საყიდლებზე, 77.4 ლარს ადგილობრივ ტრანსპორტზე, 71.7 ლარს ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე, 5.8 ლარს ძვირფას ნივთებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]