weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფინკა ბანკში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა

14:57 ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019

11 თებერვლიდან ფინკა ბანკში სიახლეა - სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, მათ შორის, აგრო სესხებზე. ბანკში განხორციელებული ცვილილებების შედეგად, გამარტივდა სესხის აღების პროცედურები. 4000 ლარამდე სესხები, თუ ის არის ბიზნეს და აგრო მიზნობრიობით, გაიცემა ადგილზე ვიზიტის გარეშე, რაც მომხმარებელს საშუალებს აძლევს, თანხა 30 წუთში, სწრაფად და მარტივად მიიღოს.

ცვლილება შეეხო გირაოს და თავდებობის მოთხოვნის პირობებსაც - 30000 ლარამდე სესხები ფინკა ბანკში გაიცემა თავდების გარეშე, ნებისმიერი მიზნობრიობით.

როგორც ფინკა ბანკის საკრედიტო მიმართულების ხელმძღვანელი, ირაკლი აბაშიძე ამბობს, ცვლილებების მიზანი მომხმარებლისთვის სესხის პროცედურების გამარტივება იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აგრო სეზონი ახლოვდება:

„ჩვენი პრიორიტეტი მომხმარებლების ინტერესები და საჭიროებებია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიღებული უკუკავშირის გაანალიზების შედეგად მივხვდით, რომ აუცილებელი იყო სესხის გაცემის პროცედურების გამარტივება. მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება მოხდა არა მარტო პროცესების, არამედ საპროცენტო განაკვეთების მხრივაც და უკვე შეგვიძლია მომხმარებლებს განახლებული საპროცენტო განაკვეთები შევთავაზოთ სესხებზე“. 

ფინკა ბანკში სესხის აღება შესაძლებელია როგორც დისტანციურიად, ისე - სერვის ცენტრში ვიზიტით. სესხის განაცხადის შევსება კი შესაძლებელია ვებგვერდზე www.FINCA.ge და ცხელი ხაზის საშუალებით * 4949.

[R] ფინკა ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]