weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

დავით ონოფრიშვილი დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დაინიშნა

10:23 შაბათი, 16 თებერვალი 2019

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად პრემიერ-მინისტრმა ხუთი წლის ვადით დავით ონოფრიშვილი დანიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის განცხადებით, სადაზღვევო სფეროში არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომელსაც სპეციალური მიდგომები სჭირდება, რათა მოქალაქეებმა სრულყოფილი სერვისი მიიღონ და ქვეყანაში ხელი შეეწყოს სადაზღვევო სფეროს კიდევ უფრო განვითარებას.

„დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას. ის ამ სფეროში გარკვეულწილად რეგულატორი და სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია. მნიშვნელოვანია, რომ ეს სამსახური ზედამხედველობის ფუნქციას ასრულებდეს ისე, რომ ბაზარი რეალურად განვითარდეს და სადაზღვევო კომპანიები და მოსახლეობაც კმაყოფილი იყოს“,- განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

დავით ონოფრიშვილი 1994-1995 წლებში აშშ-ში ქალაქ ვაშინგტონის მსოფლიო ბანკის კონსულტანტი იყო. 1998-2000 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრად მუშაობდა, ასევე იყო უშიშროების საბჭოს წევრი. იყო IV და VIII მოწვევის პარლამენტის წევრი. 2004-2005 წლებში მუშაობდა შპს საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად, ასევე იყო პარტია „ქართული ოცნების“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]