weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად გადაქცევის კანდიდატი – პრემიერი

11:37 კვირა, 17 თებერვალი 2019

„საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ხელს შეუწყობს მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე ექვსი ქვეყნისთვის კარიბჭეს წარმოადგენს.

„საქართველოს აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ლოგისტიკურ კონტექსტში. ჩვენ ვართ ერთი სარტყელისა და გზის ინიციატივის მონაწილე. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ჩინეთთან. ეს ქვეყანა უკვე ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ვხედავთ, რომ ვაჭრობა ვითარდება და იზრდება თურქეთსა და ჩინეთს შორის, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის. ამდენად, თუ რუკას შეხედავთ, დარწმუნდებით, რომ საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ის ხელს შეუწყობს ამ მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის. ჩვენ ამ კონტექსტში მხოლოდ ძალიან კარგ შესაძლებლობებს ვხედავთ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თემატურ დისკუსიაში, რომელსაც ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტი იან ბრემერი მოდერატორობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი მონაწილეობდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]