weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„გურჯაანის ნაყინი“ დიაბეტური ნაყინის გამოშვებას გეგმავს

13:34 ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017

შპს „აისი“ გურჯაანის ნაყინი ზაფხულის სეზონის დასრულებამდე დიაბეტური ნაყინის გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ „რეგინფოს“ კომპანიის დირექტორმა გურამ ბერიკაშვილმა განუცხადა.

„ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში შაქრიანი დიაბეტით დაავადებული და ძალიან დიდი მოთხოვნა იყო მომხმარებლის მხრიდან. დიაბეტურ ნაყინში შაქარი მთლიანად არის ამოღებული და ჩანაცვლებულია შაქრის დამატკბობლით. შესაბამისად, ნაყინში კალორია დაბალია“, - ამბობს ეთერ მდივანი, ნაყინის საწარმოს კონსულტანტი.

კომპანიამ დიაბეტური ნაყინის გამოშვების ნებართვის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროში დოკუმენტაცია უკვე წარადგინა. საწარმოში დიაბეტური ნაყინის დამზადებას ივლისიდან ვარაუდობენ.

„დიეტური ნაყინის დასამზადებლად დოკუმენტაცია უკვე წარდგენილია სათანადო წესით. უნდა მოხდეს მისი კლინიკური შემოწმება. კლინიკური ექსპერიმენტი მომავალ კვირაში ჩატარდება - შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტს ნაყინის მირთმევამდე და მირთმევის შემდეგ შაქარს გავუსიჯავთ, რათა გავიგოთ თუ რა ეფექტი ექნება. გვაქვს მოლოდინი, რომ სამინისტროსგან დადებით პასუხს მივიღებთ“, - განაცხადა ეთერ მდივანმა.

„გურჯაანის ნაყინი“ ამჟამად 20-ზე მეტი დასახელების ნაყინს აწარმოებს და მთელ საქართველოში ყიდის. აგვისტოდან კომპანია დამატებით კიდევ 15-მდე ახალი სახეობის ნაყინის წარმოებას გეგმავს. რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის მხარდაჭერით „გურჯაანის ნაყინს“ 2 მილიონი ლარის ღირებულების აღჭურვილობა გადაეცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]