weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტზე ხელშეკრულების გაფორმებას პირდაპირ ურტყამს - ხაზარაძე

19:15 ორშაბათი, 18 თებერვალი 2019

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება პირდაპირ ურტყამს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას.

ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ შეაფერხებს მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტის განხორციელებას.

„მე ახლა ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებ. სიტუაცია არის შემდეგი: თქვენ იცით, რომ ბოლო 5 წელი მიმდინარეობს მოლაპარაკება საფინანსო ინსტიტუტებთან და პრაქტიკულად რამდენიმე კვირის წინათ ყველა საფინანსო ინსტიტუტმა დაამთავრა პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთი წლის წინ. მაისის და ივნისის თვეში ველოდებით ფინანსურ დახურვას, რომელიც არის საკმაოდ რთული პროცესი.

ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და ინფორმაციის ის გაჟონვები, რომელიც „გუგლში“ და უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს მე და ბადრის რაღაც კავშირი გვაქვს დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას.

როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორთან და კომპანიის თავმჯდომარესთან, რომელთან მიმართებაშიც პარალელურად იხსნება ე.წ. არარსებული საქმე?! მეტ კომენტარს მე აღარ გავაკეთებ. სახელმწიფო ამავე დროს მხარში გვიდგას. ცოტათი ეს მომენტი მაშფოთებს - ერთი მხრივ, ჩვენ შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ასეთ სახალხო განცხადებას, როდესაც ჯერ გამოძიებაც არაა დამთავრებული და სასამართლო არაა დანიშნული“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 9 იანვარს, მთავარმა პროკურატურამ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო.

„თიბისი ჰოლდინგი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]