weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აზერბაიჯანი ერთადერთი მომწოდებელი რომ არ იყოს, ცოტა გაზი რუსეთიდან უნდა მივიღოთ – ქობულია

00:31 სამშაბათი, 19 თებერვალი 2019

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, იმისთვის, რომ არ იყოს მონოპოლია და საქართველო გაზს მხოლოდ აზერბაიჯანიდან არ იღებდეს, ცოტა რუსეთისგანაც უნდა შევისყიდოთ. მინისტრის თქმით, ამით საქართველოს ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება, რაც გაზის ფასზე დადებითად აისახება.

„გაზპრომისგან“ გაზის შესაძლო შესყიდვაზე გიორგი ქობულიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„ჩვენ ვახორციელებთ გაზის ტრანზიტს საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში. ამ ტრანზიტისთვის რუსეთი, კომნკრეტულად „გაზპრომი“ გვიხდის ფულს. ერთ-ერთი პირობა, რომელიც გვინდა, რომ გავაუმჯობესოთ ამ კონტრაქტში არის ის, რომ ამ ტრანზიტში უფრო მეტი გადასახადი მივიღოთ. მეორე პირობა - ჩვენ ვიცით, რომ იმ მოცულობის გაზიდან, რაც გადის მილში, ჩვენ რაღაც ნაწილს ვხმარობთ იმ შემთხვევებში, თუ ეს გვჭირდება. ერთი მხარე საიდანაც შემოგვაქვს გაზი აზერბაიჯანია, მეორე საიდანაც შეიძლება გაზი შემოვიდეს, არის რუსეთი. ამიტომ თუ რაღაც პრობლემებია აზერბაიჯანიდან გაზის შემოტანაზე, ჩვენ ყოველთვის ვხმარობდით რუსეთის გაზს. ამასაც აქვს საკუთარი ფასი.

რა თქმა უნდა, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ფარგლებში, ზოგჯერ ცოტა მეტი გაზი რომ მივიღოთ რუსეთიდან, შეიძლება შევქმნათ დივერსიფიკაცია საქართველოს ბაზარზე.

იგივე, რომ არ იყოს მონოპოლიური მდგომარეობა და ერთადერთი მომწოდებელი აზერბაიჯანი არ იყოს, არამედ იყოს აზერბაიჯანი და ცოტა გაზი შეიძლება მივიღოთ რუსეთიდან. ამისგან ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი კომპანიები, ჩვენი ბიზნესი მიიღებენ ძალიან დიდ სარგებელს, იმიტომ რომ გაჩნდება მინიმალური კონკურენცია და რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს ფასებზე“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

რისკებთან დაკავშირებით, რაშიც რუსულ გაზზე დამოკიდებულებაც იგულისხმება, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ „გაზპრომისთვის“ საქართველო კომერციულად ძალიან დიდ ინტერესს არ წარმოადგენს.

„მათთვის საქართველოში გაზის გაყიდვები პრაქტკულად არარაობაა, იმიტომ ძალიან მცირე მოცულობებია. კომერციულად ჩვენ უფრო გვჭირდება ეს, ვიდრე „გაზპრომს“ სჭირდება. რაც შეეხება რისკებს, მე დიდ რისკს ვერ ვხედავ იმაში, რომ ჩვენ რაღაცა განსაზღვრული რაოდენობის გაზი შემოვიტანოთ, იმიტომ, რომ ეს უნდა მოხდეს ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის სფეროში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]