weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შპს „ნიუ ჰაუსს“ ვანში 8500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 5 ნაგებობა 1 ლარად გადაეცა

14:00 ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017

2017 წლის 15 ივნისს შპს „ნიუ ჰაუსს“ სახელმწიფოსგან 1 ლარად გადაეცა ვანში მდებარე 8500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 5 ნაგებობა. კომპანიის დირექტორი და 100 % წილის მფლობელია ბიძინა წაქაძე, რომელმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 ივნისის №1198 განკარგულებით, შპს „ნიუ ჰაუსს“ სახელმწიფომ პირდაპირი განკარგვის წესით და სიმბოლურ ფასად - 1 ლარის საფასურად საკუთრებაში გადასცა ქალაქ ვანში, ტაბიძის ქუჩა №31-ში მდებარე 8550.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 5 შენობა-ნაგებობ.

ქონების გადაცემა განხორციელდა სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. საპრივატიზებო პირობების თანახმად, შპს „ნიუ ჰაუსმა“ 2 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მინის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება, რაშიც 440 000 ლარის ინვესტირება უნდა მოახდინოს.

შპს „ნიუ ჰაუსის“ დირექტორი და 100 % წილის მფლობელია ბიძინა წაქაძე, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 2016 წლის 3 აგვისტოს პარტია „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 60 000 ლარი გადარიცხა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „ნიუ ჰაუსი“ (ს/კ - 202464948) 2009 წლის 25 დეკემბერს დარეგისტრირდა. მისი იურიდიული მისამართია ქალაქი თბილისი. როგორც ირკვევა, აღნიშნული კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობს.  

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]