weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უმუშევრობის დონე შემცირდა და 12.7 %-ის ფარგლებშია – საქსტატი

14:04 სამშაბათი, 19 თებერვალი 2019
ფოტოზე საქსტატის დირექტორი გოგიტა თოდრაძე ფოტოზე საქსტატის დირექტორი გოგიტა თოდრაძე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უმუშევრობის დონის 2018 წლის წლიური მაჩვენებელი 12.7 %-ის ფარგლებშია, რაც 1.2%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

„ბოლო 9 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის წლიური მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. ამასთან, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს“, – ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0.1 %-ით გაიზარდა და 12.3 % შეადგინა.

გასული წლის ბოლო კვარტალში, დასაქმების დონე 55.8% იყო, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა კი შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.6%-ს შეადგენდა. თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.7% იყო.

საქსტატის მონაცემების თანახმად, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით.

ტრადიციულად, უმუშევრობის დონე მაღალია კაცებში. 2018 წლის მეოთხე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 13.6% იყო, ხოლო ქალებში 11%.

აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2018 წლის მეოთხე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 55.6 %-ის ფარგლებში იყო, მაშინ როდესაც კაცებში - 72.8 %-ს შეადგენდა. წინა კვარტალთან შედარებით აქტიურობის დონის მაჩვენებელი შემცირებულია როგორც ქალებში, ისე კაცებში შესაბამისად 0.5 და 1.1 პროცენტული პუნქტებით. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]