weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს

13:42 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019

მთავრობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ახალი პროგრამა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელდება, ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

„ჩვენ სოფლის მეურნეობის სექტორში გვაქვს ძირითადი საშუალებების და ტექნიკის მნიშვნელოვანი დეფიციტი, შესაბამისად, ვიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომლის მიზანია, ჩვენმა ფერმერებმა თანადაფინანსების გზით შეძლონ სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი ტექნიკის შესყიდვა. გასული წელი გამორჩეული იყო. სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობაში ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა გვაქვს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში და შესაბამისად, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ მხარდამჭერი პროგრამები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]