weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ახალი ღვინის ფესტივალი 11 მაისს გაიმართება

10:27 ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019

რიგით მეათე „ახალი ღვინის ფესტივალი“ 11 მაისს, მთაწმინდის პარკში გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს ბოლო მოსავლის საუკეთესო ღვინოებს შესთავაზებენ.

„როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა. ფესტივალზე მისულ სტუმრები ნახავენ ასეულობით ახალ ღვინოს, ახალ ჯიშებს, ახალ სახელებსა და შთაბეჭდილებებს. ახალი ღვინის ფესტივალს, ღვინის მწარმოებლების გარდა, მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები“, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები..

მათივე ცნობით, „ახალი ღვინის ფესტივალი 2019“ დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო მოთავსდება.

„საქართველოს ღვინის კლუბის“ ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს. საოჯახო მარანმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს 15 აპრილისა. მონაწილე გაივლის შესარჩევ ტურს, ღვინის კლუბის სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან შეარჩევს საუკეთესო ღვინოებს, რომლებიც დაიშვება ფესტივალზე. ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის ფასიანია – ერთი ნიმუშის წარდგენის საფასური 10 ლარს შეადგენს.

ღვინის კლუბი ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით წელს სტუმრებს სიახლეებს სთავაზობს. ორგანიზატორების ცნობით, 4 მაისს გაიმართება წინასაფესტივალო დეგუსტაცია, სადაც 2009–2010 წლის ათზე მეტი ღვინო იქნება წარმოდგენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]