weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2018 წელს პირველად საქართველოს ეროვნულ პარკებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

10:30 შაბათი, 02 მარტი 2019

2018 წელს საქართველოს ეროვნულ პარკებს რეკორდული რაოდენობის - 1 130 462 ვიზიტორი ეწვია, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს ვიზიტორთა რაოდენობა 18%-ით გაიზარდა. ვიზიტორების საერთო რაოდენობიდან 53% ქართველია, ხოლო 47% უცხოელი.

2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, თბილისის ეროვნულ პარკს და ოკაცეს კანიონს. საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.

„2018 წლის განმავლობაში, ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა რეკორდული თანხა - 8 417 991 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქტიურად ვემზადებით 2019 წლის ეკოტურისტული სეზონისთვის.

საქართველოს ეროვნულ პარკებში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარე წელს ვიზიტორებისთვის კიდევ ერთი ახალი ეკოტურისტული მიმართულება - ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნება, სადაც ეკოტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა მოეწყო“, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.

დაცული ტერიტორიების სააგენტო 2008 წელს შეიქმნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]