weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სარფში თურქულ მხარეს საბაჟოს ახალი შენობა გაიხსნა

12:08 შაბათი, 02 მარტი 2019

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქულ მხარეს ახალი შენობა გაიხსნა. საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დაახლოებით სამი წელი მიმდინარეობდა. ახალ შენობაში ფუნქციონირებს ესკალატორები და შენობა მთლიანად არის ადაპტირებული. დაემატა ავტომანქანების გამშვები რამდენიმე ხაზი.

ოფიციალური მონაცემებით, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მეშვეობით, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, საზღვარს ყოველდღიურად კვეთს 1000-მდე სატვირთო, 2000-მდე მსუბუქი ავტომანქანა, 400-მდე ავტობუსი, 25000-მდე ფეხით მოსიარულე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთის მხარეს ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება ბიძგს მისცემს გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობის ზრდას.

ახალი შენობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა, რუჰსან ფექჯანმა გახსნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]