weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„კუკუშკა“ თუშეთამდე - ალვანიდან ომალომდე შესაძლოა ვიწრო რკინიგზა აშენდეს

17:44 შაბათი, 02 მარტი 2019
ფოტოზე ვიწროლიანდიანი რკინიგზა შვეიცარიაში ფოტოზე ვიწროლიანდიანი რკინიგზა შვეიცარიაში

ალვანიდან თუშეთის სოფელ ომალომდე ვიწროლიანდიანი რკინიგზის მშენებლობას თუშეთის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გეგმა ითვალისწინებს, რომელიც თუშეთის განვითარებისთვის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება.

პროექტის ავტორი, არქიტექტორი გია აბულაძე „მთის ამბებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ომალომდე ვიწროლიანდიანი რკინიგზის მშენებლობის საპროექტო იდეას, თუშეთში მთელი წლის განმავლობაში გარანტირებული მიმოსვლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

გია აბულაძის თქმით, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა ტექნიკური ნორმატივებით ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს: „ვერცერთი ნორმალური კრიტერიუმით ვერ შეაფასებ იმ გზას, რაც დღეს არის. ვერც უსაფრთხოების, ვერც საფარის, ვერც დახრილობისა თუ რადიუსების თვალსაზრისით და ა.შ. გზა არის გასაკეთებელი სწორად და კარგად, ხარისხიანად. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ეს გზა გაკეთდეს ეტაპობრივად. როგორ მოვუაროთ ამ გზას? ბევრი საშუალება არსებობს“.

გეგმა თვალისწინებს პანკისი-თუშეთის გზის (ბირკიანი - კოკლათა) მშენებლობასაც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ გზის მშენებლობით შეიკვრება წრე ახმეტა - ფშაველი - აბანოს უღელტეხილი - ომალო - კოკლათა - ბირკიანი - ახმეტა.

სპეციალისტთა ჯგუფმა თუშეთის სოფელ ომალოში შეუძლებლად მიიჩნია აეროდრომის მშენებლობა, რომლის მოწყობის თაობაზეც 2016 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„ჩვენს მიერ შემოთავაზებულია ალტერნატიული სატრანსპორტო კომუნიკაცია, ვიწროლიანდიანი რკინიგზა“, - „მთის ამბებთან“ ინტერვიუში გია აბულაძე ე.წ. „კუკუშკის“ უპირატესობებზეც საუბრობს, მათ შორის ამ გზისთვის მოძრავი შემადგენლობა, როგორც ალპებში, შედგება 4-6 სამგზავრო ვაგონისგან, თითოეული 45-75 სამგზავრო ადგილით;

იაფია და დიდი ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობებიც აქვს.

თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, შპს „სტუდიო 21“-მა შეადგინა. სპეციალისტთა ჯგუფი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის გარდა, პროექტი მოიცავს თუშეთის 10 სოფლის და ქვემო და ზემო ალვანების განაშენიანების რეგულირების გეგმებს.

დოკუმენტი არის სივრცესა და დროში გაწერილი ათწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]