weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა მსმენელების მიღება დაიწყო

12:08 ორშაბათი, 04 მარტი 2019

ფინკა ბანკმა სპეციალური განვითარების ცენტრი შექმნა საქართველოს 30 ქალაქში, იქ სადაც ფინკა ბანკის სერვის ცენტრებია განთავსებული. განვითარების ცენტრის მიზანია აღმოაჩინოს და განავითაროს დაინტერესებული პირები, რომლებსაც სურთ საბანკო სექტორში დაიწყონ ან გააგრძელონ თავიანთი კარიერა.

2019 წლის თებერვალში ფინკა ბანკის განვითარების ცენტრი 2 მიმართულებით აცხადებს მიღებას:

  • საკრედიტო ოფიცრების პროგრამა - ხანგრძლივობა 3 თვე
  • კლიენტთა მომსახურების ოფირების პროგრამა - ხანგრძლივობა 2 თვე

ფინკა ბანკი მსმენელებს სთავაზობს ინდივიდუალურ, მათზე მორგებულ პროგრამას. ისინი შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა - გაყიდვების ტექნიკები, ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, ასევე საბანკო პროგრამები. მსმენებელს საშუალება ექნებათ ასევე განივითარონ კომუნიკაციის, მოლაპარაკების, ლიდერობის უნარები.

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში სწავლის დასაწყებად მხოლოდ 2 ეტაპის გავლაა საჭირო. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი www.FINCA.ge -ზე და გაიარონ გასაუბრება.

ლელა თოფურია, ფინკა ბანკის HR დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ფინკა ბანკის განვითარების ცენტრის მიზანია დაინტერესებული და აქტიური ადამიანების პოვნა და მათი დასაქმება.

„ჩვენ მუდმივად ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც მოტივირებულები არიან ისწავლონ, განვითარდნენ, დაიწყონ კარიერა საბანკო სექტორში. ჩვენ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ ვთავაზობთ მულტიკულტურულ და დინამიკურ გარემოს. რაც მთავარია, სწავლის პარალელურად, მათ აქვთ საშუალება გამოიმუშაონ თანხა და ჰქონდეთ შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ ფინკა ბანკში სასწავლო პროგრამების გავლის შემდეგ, 95%-ზე მეტი ჩვენთან საქმდება“.

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში აპლიკაციების მიღება 22 თებერვალს დაიწყო და 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ფინკა ბანკის ვებგვერდზე www.FINCA.ge და ასევე, ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში.

მოძებნეთ ფინკა ბანკის განვითარების ცენტრი თქვენს ქალაქში და დაიწყეთ ან განავითარეთ თქვენი კარიერა.

[R] ფინკა ბანკის ინფორმაცია
 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]