weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მუქარის შესახებ პროკურატურა ინფორმირებული იყო, მაგრამ საქმე არ აღძრა – ხაზარაძე

15:16 ორშაბათი, 04 მარტი 2019

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ბანკის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ პროკურატურა ინფორმირებული იყო. ხაზარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან გამოკითხვისას საგამოძიებო უწყებას ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, გამოძიება არ დაწყებულა.

ამ საკითხზე კომენტარი მამუკა ხაზარაძემ დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა. მეზურნიშვილმა თქვა, რომ უცნაურია, როდესაც მუქარის შემცველი წერილის შესახებ ხაზარაძემ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა.

„საოცრება ის არის, რომ მე ამის შესახებ დაკითხვის ოქმში ვთქვი. ამის მერე საქმე არ აღიძრა. არც მოსამართლემ და არც სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა. მე ვუთხარი, რომ ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და ეს არის ჩაწერილი და არავინ დაინტერესდა.

არათუ საქმე არ აღიძრა, არამედ 9 იანვარს გააკეთეს საშინელი განცხადება, რომელმაც 90 მილიონის პირველი ზარალი მოგვიტანა. ამიტომ, კითხვაზე: განვაცხადე თუ არა პროკურატურაში, გპასუხობთ, ზუსტად ისე განვაცხადე, როგორც ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე გააკეთებდა. შეგიძლიათ დაკითხვის ოქმიც ნახოთ. რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა ჩემი დაკითხვის ოქმს თუ საიდუმლო გრიფი არ აქვს?“ – განაცხადა ხაზარაძემ.

დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო. ხაზარაძის თქმით, გარკვეული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს საერთაშორისო დონეზე რეპუტაციის „დანგრევით“ ემუქრებოდნენ. ხაზარაძეს არ უსაუბრია, რის შესრულებას სთხოვდა მას გიორგი გახარია.

ხაზარაძის მიერ ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა მედიასაშუალებებთან განაცხადეს, რომ ხაზარაძეს გამოკითხავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]