weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი – მამუკა ხაზარაძე

17:03 სამშაბათი, 05 მარტი 2019
ფოტო: RFE/RF ფოტო: RFE/RF

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი“, – ეს განცხადება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, პროკურორებს გადასაცა იმ წერილის ასლი, რომელზეც გუშინ, პარლამენტში თქვაა, რომ შინაგან სამქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო და მუქარის შემცველია. ხაზარაძის განცხადებით, წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

„გამოკითხვაზე ვიყავი, სადაც პროკურორები იმყოფებოდნენ. გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით. წერილის ასლი გადავეცი. ასევე, გავაკეთე კომენტარები. წერილში რა წერია, ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მიიღო. ხაზარაძის თქმით, მას ემუქრებოდნენ, რომ კონკრეტული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში „თიბისი ბანკს“, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე, რეპუტაციას დაუნგრევდნენ. მოგვიანებით, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვაზე პასუხის დროს, ხაზარაძემ დააკონკრეტა, რომ წერილის ავტორი გიორგი გახარია იყო. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ პროკურატურა ინფორმირებული იყო, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. თავად შინაგან საქმეთა მინისტრი ხაზარაძის ბრალდებას უარყოფს.

პარლამენტის კომიტეტში მამუკა ხაზარაძის გამოსვლის შემდეგ პროკურატურაში განაცხადეს, რომ წერილთან დაკავშირებით ხაზარაძეს გამოკითხვდნენ. გარდა ამისა, გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხაზარაძე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის წინაშე მოწმის სახით 2018 წლის 26 დეკემბერს გამოიკითხა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან რაიმე წერილის თაობაზე არაფერი უთქვამს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]