„ფორბსის“ უმდიდრესი მამაკაცების სიაში პირველი ადგილი ჯეფ ბეზოსს წინა წლებშიც ეკავა. მანამდე რეიტინგს „მაიკროსოფტის“ დამაარსებელი ბილ გეიტსი ედგა სათავეში.
„ფორბსის“ თანახმად პლანეტაზე ყველაზე მდიდარი ქალი კი კოსმეტიკური იმპერია L'Oréal-ის მემკვიდრე და მფლობელი ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი გახდა. მისი ქონება 49.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.