ქართული ღვინის გადაზიდვები გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, აღსანიშნავია პოლონეთის ბაზარი, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 42% (628 022 ბოთლი), ჩინეთი - 7% (600 783 ბოთლი), და აშშ - 1032% (128 145 ბოთლი); ასევე ევროპის მიმართულებით: ლიტვა - 75% (104 616 ბოთლი), საფრანგეთი - 24% (17 406 ბოთლი), შვედეთი - 313% (9000 ბოთლი), ბულგარეთი - 6% (4500 ბოთლი); ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: რუსეთი - 17% (8 688 854 ბოთლი), ბელარუსი - 1389% (80 394 ბოთლი), აზერბაიჯანი - 8% (8814 ბოთლი), მონღოლეთი - 189% (66 012 ბოთლი) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში არიან: რუსეთი (8 688 854 ბოთლი), უკრაინა (976 482 ბოთლი), პოლონეთი (628 022 ბოთლი), ჩინეთი (600 783 ბოთლი) და ყაზახეთი (346 152 ბოთლი).
ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4.2 მლნ ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს ათ ქვეყანაში ექსპორტირებულია 85.4 ათასი ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 188% შეადგინა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 21%-ით მეტია. მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 43.6 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, ზრდა 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 13%-ს აღწევს.