weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები „ფრესკოს“ მაღაზიებში იპარავენ – სოფრომაძე

11:17 პარასკევი, 08 მარტი 2019

კომპანიაფრესკოსდამფუძნებელი, ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები მის მაღაზიებში იპარავენ და იარაღს ატრიალებენ. სოფრომაძე სამინისტროს მიმართავს და აცხადებს, რომ ამის დამადასტურებელი კადრებიც აქვს.

„თქვენ მართლა გინდათ დაგიდოთ კადრები, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები? პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიტყვაზე - როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, თქვენი დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტები ჩემს მაღაზიებში? როგორ ატრიალებენ იარაღს ახალგაზრდა გოგოების წინაშე თქვენი თანამშრომლები, დაცვის თანამშრომლები, გინდათ დაგიდოთ ეს ყველაფერი?“ – ამბობს ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში.

სოფრომაძე ბიზნესისადმი ხელისუფლების მიდგომას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მის კონკურენტ კომპანია „კარფურს“ დღგ-ს გადასახადს არ ახდევინებენ.

„ხშირად მსმენია, არ უნდა იყვნენ ამ ქვეყანაში და არცერთ ქვეყანაში გამორჩეული ბიზნესმენები. ვეთანხმები ამას. არ უნდა იყოს, დავამატებ, არც გამორჩეული ბიზნესები უნდა იყოს, მაგრამ სწორია, როცა ჩემი კონკურენტი კომპანია „კარფური“ დღემდე არ იხდის დღგ-ს გადასახადს და მილიონობით ლარი არ შედის სახელმწიფოს ბიუჯეტში? ეს ჩემი ბრალია და ეს არის თქვენი სწორი მიდგომა ბიზნესის მიმართ?“, – აცხადებს „ფრესკოს“ დამფუძნებელი.

ვასილ სოფრომაძე პოლიტიკოსებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, გონს მოეგონ: „არც იმის განცდა მაქვს, რომ თქვენ მე ამას შემარჩენთ. ჩემი მისამართი ხომ იცით? სადაა ჩემი სათაო ოფისი, ხომ იცით? ყველა ინფორმაცია ხომ გაქვთ ჩემზე? მე გელით! მე ჩემსას გავაკეთებ, მე ჩემსას მივაღწევ. „კაპიკს“ ვერ აიღებთ ჩემგან“.

ვასილ სოფრომაძემ მიმართვა მას შემდეგ გაავრცელა, რაც პარტია „გირჩმა“ ბიზნესმენები „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო დუმილისთვის გააკრიტიკა. „გირჩმა“ ბიზნესმენებს მშიშარა მლიქვნელები, „საბჭოთა“ ცეხავიკის ფსიქოლოგიის მქონეები და ხელისუფლების წამოწყებების „გამპრავებლები“ უწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]