ჟურნალისტმა მამუკა ხაზარაძეს უთხრა, რომ მისი დაკავების შესახებ მესიჯები გასული ზაფხულის შემდეგ ვრცელდება.
„არ არის ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა?! ჩემი პარტნიორები ამას რომ მეკითხებიან, არ არის ეს მათზე ზემოქმედების ბერკეტი?!“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ მართლა დააკავონ, ხაზარაძემ თქვა: „ამ სიტუაციაში მე არაფერს გამოვრიცხავ“.