weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

შარშან საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა

12:47 ორშაბათი, 11 მარტი 2019

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია საქართველოში აზერბაიჯანიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ნიდერლანდებიდან შემოვიდა. აზერბაიჯანიდან ინვესტიციები თითქმის განახევრებულია.

საქსტატის ცნობით, 2018 წელს აზერბაიჯანიდან ინვესტიციების მოცულობამ 240 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, გაერთიანებული სამეფოდან – 203 მილიონი დოლარი, ნიდერლანდებიდან – 167.9 მილიონი დოლარი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – 103.7 მილიონი დოლარი, პანამიდან – 74.7 მილიონი დოლარი, ჩეხეთიდან – 72.3 მილიონი დოლარი, ჩინეთიდან – 65.4 მილიონი დოლარი, სამხრეთ კორეიდან – 63.2 მილიონი დოლარი, რუსეთიდან – 60.1 მილიონი დოლარი, სხვა ქვეყნებიდან – 181.5 მილიონი დოლარი.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საფინანსო სექტორი ლიდერობს (277.9 მილიონი დოლარი), მეორე ადგილზე ტრანსპორტია (209.9 მილიონი დოლარი), მესამეზე ენერგეტიკა (157.2 მილიონი დოლარი).

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9%-ით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. საქსტატის განმარტებით, ინვესტიციების შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორისაა მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]