weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლონდონში ბუნებრივი ღვინოების გამოფენაში ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობენ

13:05 ორშაბათი, 11 მარტი 2019

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა RAW WINE იმართება, რომელშიც საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები მონაწილეობენ. მათ შორის არიან „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ნათენაძის ღვინის მარანი“, „შატო ხაშმი“, „მეღვინეობა ველინო“, „ნიკალას საოჯახო მარანი“, „ახმეტის ღვინის სახლი“, „მეღვინეობა ანაპეა“, „ალექსანდრეს ღვინის მარანი“, „ბაიას ღვინო“ და „მეღვინეობა ართანა“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში მოეწყო ქართული სამზარეულოს კუთხეც, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, გაეცნონ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას.

„ბრიტანეთის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა ბრიტანელ იმპორტიორებთან შეხვედრები გამართეს“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

საქართველო გამოფენაში RAW WINE (The Artisan Wine Fair) 2012 წლიდან მონაწილეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]