weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ახაშენში „ფაფრის მინდვრებზე“ გაჩენილმა ხანძარმა ვენახებიც დააზიანა

11:53 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ე.წ. ფაფრის მინვრებზე, ხანძრის შედეგად დაახლოებით 8 ჰექტარი დაიწვა. ცეცხლმა მიკროზონაში მდებარე ვენახებიც დააზიანა. ადგილობრივი მეღვინე ნუკრი ქურდაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევევის გამო სახანძრო სამსახური რამდენჯერმე გამოიძახა. მისი თქმით, ხანძარი წალმის ან ხმელი ბალახის დაწვის შედეგად ჩნდება და ვენახებსაც საფრთხეს უქმნის.

„სახლი და მარანი ვენახებში მაქვს ჩადგმული და კვამლს სულ ვხედავ ხოლმე. გუშინ ღამითაც ასეთი შემთხვევა იყო. სასწრაფოდ ჩავედი შემთხვევის ადგილზე. ცეცხლი ვენახებზეც იყო გადასული. სახანძრო მალევე მოვიდა და ჩააქრეს, თორემ უბედურება დატრიალდებოდა. საკმაოდ დიდი ადგილია გადამწვარი“, – აღნიშნავს ნუკრი ქურდაძე.

მისივე თქმით, საჭიროა, რომ შესაბამის ორგანოებს ვენახებთან გაჩენილ ხანძრებზე სათანადო რეაგირება ჰქონდეთ.

„წალმის დაწვა რომ იწყება, საშინელება ხდება. ვენახიდან გამოქვთ და იქვე წვავენ. ზოგს, ვენახის გასაშენებლად მიწას რომ ასუფთავებს, გათიბვა ეზარება და პირდაპირ ცეცხლს უკიდებს. ეს არის ყველაზე ცუდი. იმდენი არ ესმით, რომ ხანძრის გარდა, ანადგურებენ მიწას და იქ არსებულ ყველა ცოცხალ არსებას. გზიდან კვამლზე ადვილი შესამჩნევი არაფერია. პოლიცია რომ დადის და ამას ხედავს, უნდა ამოვიდნენ და დააჯარიმონ. ახლაც ვუყურებ და ალაზნის ველზე კვამლს 5-6 ადგილას მაინც ვხედავ“, – ამბობს მეღვინე.

ფაფრის მინდვრებზე გაშენებული ვენახები ღვინო „ახაშენის“ მიკროზონაში მდებარეობს. „ახაშენი“ ერთ-ერთია საქართველოში რეგისტრირებული 19 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოსა და მიკროზონას შორის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]