სამუშაო ჯგუფმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების გზები, 2019 წლისათვის სატრანსპორტო დერეფნის სატარიფო განაკვეთები, აქტაუსა და ბაქოს პორტებს შორის სარკინიგზო-საფიდერო მიმოსვლის ორგანიზების საკითხები განიხილეს.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა ასევე იმსჯელეს ტვირთების მოზიდვის სტიმულირების საშუალებებსა და კონტეინერებით ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებისას მხარეთა ურთიერთქმედების რეგლამენტის შეთანხმების აუცილებლობაზე. აღსანიშნავია, რომ ტვირთნაკადის კონტროლის მიზნით შეთანხმება იქნა მიღწეული ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის სქემაზე.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა შესაბამის ოქმს.
[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია