weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1202 ლარია – საქსტატი

15:15 ორშაბათი, 18 მარტი 2019

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმებით, 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61 ლარით გაიზარდა და 1202 ლარი გახდა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები  2144.9 ლარი (წლიური ზრდა 0.6%);
  • მშენებლობა 1956.4 ლარი (წლიური ზრდა -1.4 პროცენტი);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა 1902.0 ლარი (წლიური ზრდა 7.3%).

2018 წლის მეოთხე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 906 ლარით, ხოლო კაცების -1468.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 46.5 და 81.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1318.7 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 77.2 ლარი). საქმიანობის სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2484.9 ლარი, წლიური ზრდა 0.8%), ასევე მშენებლობის (1968.0 ლარი, წლიური ზრდა -1.5%) დარგში ფიქსირდება.

2018 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 38.6 ლარით და 1012.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სხვა სახის მომსახურების სფეროებში დასაქმებულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]