weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ქობულეთში „მწვანე ქალაქი“ აშენდება, რისთვისაც 500 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება

16:27 ოთხშაბათი, 27 მარტი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქობულეთში იწყება „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა, რაზაც ნახევარი მილიარდი ლარი დაიხარჯება. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა აჭარის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში.

„ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს. ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც იქნება ნამდვილი მარგალიტი მთელი შავი ზღვის აუზში. რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სწორედ საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს როგორც ლიდერი ქვეყანა ტურიზმში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, „მწვანე ქალაქის“ მშენებლობის დროს 500 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება.

„მშენებლობის დროს, ისევე, როგორც შემდგომ, როდესაც დაიწყება ამ უნიკალური კურორტის ფუნქციონირება, ჩვენ საშუალება გვექნება, ამ მასშტაბური ინვესტიციიდან მცირე ბიზნესმაც ძალიან დიდი სარგებელი მიიღოს.

ამ ტერიტორიაზე, 180 ჰექტარზე, სამ წელიწადში იქნება გაშენებული მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი და ჩვენ ყველანი ვიამაყებთ ამით.

ნახევარი მილიარდი ლარი - ეს არის ის მასშტაბური ინვესტიცია, რომელიც აჭარას და საქართველოს გადააქცევს ტურისტულ ცენტრად“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მულტიფუნქციური „მწვანე ქალაქის“ მშენებლობაში 500 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას კომპანია „გრინ რეზორთი“ განახორციელებს. აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]