weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო

17:12 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში დღეიდან, 28 მარტიდან, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის პირობები

სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარისა. სააგენტოს თანადაფინანსება შესაძლებელია იყოს 50%-ზე ნაკლები იმ შემთხვევაში თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის ღირებულება აღემატება 300 000 ლარს.

შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ პირობას: ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე და შესყიდვის მომენტში უნდა მოქმედებდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე საგარანტიო პირობები;

გარდა ამისა, პროგრამის ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

ვინ არის პროგრამის ბენეფიციარი

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას;

პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში. აღნიშნულ რეესტრში დარეგისტრირება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე (1501) დარკვით.

 

პროგრამის შეზღუდვები

პროგრამის ფარგლებში შეძენილმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ შეძენიდან 5 წლის განმავლობაში არ უნდა გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი;

ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში შეძენილ ტექნიკას ვერ გაყიდის/გაასხვისებს 5 წლის განმავლობაში;

პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაგირავება სააგენტოს სასარგებლოდ 5 წლის ვადით; ტექნიკა იდენტიფიცირებადია და ენიჭება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სახელმწიფო ნომერი გაცემული სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ;

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სააგენტოს სასარგებლოდ დაგირავება უნდა განხორციელდეს თანადაფინანსების ტრანშის მიღებიდან არაუგვიანეს 4 თვის ვადაში;

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე სააგენტოს გირავნობა შესაძლოა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული კრედიტი და ამ კრედიტის უზრუნველსაყოფად საფინანსო ინსტიტუტი არის ტექნიკის პირველი რიგის მოგირავნე;

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაგირავებას სააგენტო არ განახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს ლიზინგი, ამასთანავე თუ ტრანშის გაცემიდან 5 წლის განმავლობაში ბენეფიციარი მოახდენს სალიზინგო კომპანიისაგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადმოფორმებას, ვალდებულია ტექნიკა დააგირავოს სააგენტოს სასარგებლოდ გადმოფორმებიდან 5 წლის ვადის გასვლამდე დარჩენილ პერიოდზე.

 

თანადაფინანსების მიღების ეტაპები

– განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა: პოტენციური ბენეფიციარი შედის სააგენტოს ვებგვერდზე – www.apma.ge, ირჩევს „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას“ და ჩამოტვირთავს განაცხადის ფორმას (განაცხადის ფორმა დანართი #1.1) თანმდევ დოკუმენტაციის ნუსხასთან (დანართი #1.2) ერთად; ამობეჭდილი განაცხადის ფორმის ფიზიკური ფორმით მიღება ასევე შესაძლებელია სააგენტოს კანცელარიაში და რეგიონებში არსებული სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრებში;

განაცხადის და თანმდევ დოკუმენტაციის წარდგენა ხდება სააგენტოს კანცელარიაში (მისამართი: ს. ახმეტელის 10ა, ააიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“) მატერიალური სახით;

კანცელარია განაცხადსა და თანმდევ დოკუმენტაციას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ განაცხადთან ერთად წარმოდგენილი იქნება (დანართი #1.2) ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი;

სააგენტო განიხილავს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ განაცხადსა და დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი და თანმდევი დოკუმენტაცია არ შეესაბამება პროგრამის პირობებს, განაცხადი უარყოფილია და სატელეფონო ცხელი ხაზის ან/და ელ.ფოსტის საშუალებით განმცხადებელს ეცნობება უარყოფის მიზეზი განაცხადში მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელ.ფოსტაზე. ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში პოტენციური ბენეფიციარი უფლებამოსილია შემოიტანოს ახალი განაცხადი და გაიაროს ყველა საჭირო პროცედურა თავიდან;

თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმება: იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი და თანმდევი დოკუმენტაცია შეესაბამება პროგრამის პირობებს, ბენეფიციართან გაფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება, სადაც აღწერილი იქნება ბენეფიციარის და სააგენტოს ვალდებულებები; ბენეფიციარს ხელშეკრულების გამზადების შესახებ ინფორმაცია ეცნობება სატელეფონო ცხელი ხაზის ან/და ელ ფოსტის საშუალებით განაცხადში მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელ.ფოსტაზე. ბენეფიციარი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბენეფიციართან არ გაფორმდება ხელშეკრულება და პროცედურების გავლა მოუწევს თავიდან;

ბენეფიციართან თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმების თარიღში ხელმისაწვდომი იქნება პოტენციური ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანადაფინანსების შესაბამისი ბიუჯეტი.

თანადაფინანსების გაცემა: თანადაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს კანცელარიაში წარადგენს თანადაფინანსების ან მისი რომელიმე ტრანშის მოთხოვნის განცხადებას (იხ. დანართი #1.5) და თანმდევ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში თუ, ტრანშის მოთხოვნა არ განხორციელდება აღნიშნულ ვადაში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაუქმებულია და ბენეფიციარს მოუწევს ყველა საჭირო პროცედურის გავლა თავიდან.

თანადაფინანსების ხარჯვის მიზნობრიობის დადასტურება: ბენეფიციარმა, პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, თანადაფინანსების მიღებიდან 3 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს სსიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა პროგრამით გათვალისწინებული თანხების (ბენეფიციარის თანამონაწილეობა და სააგენტოს თანადაფინანსება) მიზნობრივად ხარჯვასთან და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს დასკვნის მომზადებისთვის გამოყენებული ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი.

გირავნობის ხელშეკრულების გაფორმება: სააგენტო ბენეფიციარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ახდენს პროგრამის ფარგლებში შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (რომელიც არის იდენტიფიცირებადი და ენიჭება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სახელმწიფო ნომერი გაცემული სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ) გირავნობით დატვირთვას 5 წლის ვადით, თანადაფინანსების ტრანშის მიღებიდან 4 თვის ვადაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]