weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლაგოდეხის აღკვეთილში სასტუმროს მოწყობაზე აუქციონი გამოცხადდა

17:11 შაბათი, 30 მარტი 2019

ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე სასტუმროსა და კაფეტერიის აშენება/მოწყობა იგეგმება. ელექტრონული აუქციონი აღკვეთილში 6 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის თაობაზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ გამოაცხადა.

Eauction.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის ვადა 35 წელია. აუქციონში გამარჯვებული ვალდებული იქნება, შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან ორ წელიწადში 6 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უზრუნველყოს სასტუმროს და კაფეტერიის აშენება/მოწყობა, რისთვისაც არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ელექტრონული აუქციონი 4 აპრილს დასრულდება.

ლაგოდეხის აღკვეთილი, რომლის ფართობი 4500 ჰექტარია, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაშია. აღკვეთილში მოწყობილია ხუთი ტურისტული მარშრუტი – როჭოს ჩანჩქერი, ნინოსხევის ჩანჩქერი, მაჭის ციხე, შავი კლდეების ტბა და ბუნების შემეცნების ბილიკი. 2018 წელს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს 57 472 ვიზიტორი ეწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]