საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, დიპლომატიური სათხილამურო ტურნირი კარგი საშუალებაა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის.
„ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ დიპლომატიურ კორპუსთან, საელჩოების და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დავტკბეთ ამ სილამაზით, რასაც გუდაური ჰქვია. ეს არის ადგილი, რომელიც ზრდის ტურისტების რაოდენობას, იგი ხდება ძალიან პოპულარული ჩვენს უცხოელ პარტნიორებს შორის. ამიტომ, ელჩების ჩართულობა, დიპლომატიური კორპუსის ხშირი მონაწილეობა მსგავსი სახის ტურნირებში ხელს უწყობს ამ მართლაც ულამაზესი კურორტის პოპულარიზაციას“, - აღნიშნა მინისტრმა.
დიპლომატიური სათხილამურო ტურნირი 2017 წლიდან იმართება.