weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტს ავსტრალიური კომპანია მოამზადებს

12:13 ორშაბათი, 01 აპრილი 2019

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტს ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ მოამზადებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა, ხოლო ფინანსური წინადადებების გახსნის ეტაპზე 3 კომპანია გადავიდა. საავტომობილო გზების ცნობით, მათგან საუკეთესო წინადადება, როგორც ტექნიკური ასევე, ფინანსური კუთხით ავსტრალიურმა კომპანია „სმექმა“ წარადგინა.

„სმექმა“ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაცია 7 თვეში უნდა მოამზადოს. პროექტირების სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონი ლარია.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა ნავსადგურის ოპერირების დაწყებამდე დასრულდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კომპანია „სმექი“ 1949 წელს დაფუძნდა და ავსტრალიური კომპანიის - SJ ჯგუფის წევრია, რომელშიც 14 500-მდე პროფესიონალია დასაქმებული. კომპანია 40-ზე მეტ ქვეყანაში 130-მდე ოფისითაა წარმოდგენილი.

„კომპანიას განხორციელებული აქვს ინფრასტრუქტურული პროექტები აზიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აფრიკაში და ავსტრალიაში. მას 1949 წლიდან 1974 წლამდე პერიოდში განხორციელებული აქვს ავსტრალიაში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპლექსური ჰიდროელექტრო სამუშაოთა სქემა. კომპანიას დაპროექტებული აქვს ჯამში 145 კილომეტრი გვირაბი, 2000 კილომეტრი გზა და 80 კილომეტრი აკვედუკი. „სმექი“-ს საქმიანობის სფეროს ხიდების გზების, აეროპორტების, რკინიგზის, გვირაბების, ჰესებისა და მეტროს პროექტირება წარმოადგენს. კომპანიის წლიური ბრუნვა საშუალოდ 350-360 მილიონი დოლარია“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]