weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კიევიდან და ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისები დაინიშნა

11:39 სამშაბათი, 02 აპრილი 2019

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს - „სქაიაფ ეარლაინსსა“ (SkyUp Airlines) და „ბუთა ეარვეისს“ (Buta Airways) ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები მიანიჭა.

კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე უკრაინული SkyUp Airlines-ი რეგულარულ რეისებს 25 მაისიდან შეასრულებს. ფრენები კვირაში ათჯერ, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 14 ივნისიდან 13 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში ორჯერ, ყოველ პარასკევსა და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]