weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დიდი ბრიტანეთი „ბრექსიტის“ გამო დღეში 700 მილიონ ევროს კარგავს

15:06 სამშაბათი, 02 აპრილი 2019

დიდმა ბრიტანეთმა „ბრექსიტის“ გამო 100 მილიარდი ევრო დაკარგა. როგორც ამერიკული მსხვილი ფინანსური სერვისის, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ამტკიცებენ, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის დანიშვნის დღიდან, ბრიტანელთა ხაზინა დღეში 700 მილიონ ევროს კარგავს.

საერთო ჯამში, დღევანდელი მონაცემებით, ზარალი 101 მილიარდ ევროს აჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა გუშინ კიდევ ერთხელ უარყო „ბრექსიტის“ ალტერნატიული გეგმა.

დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ქვეყნის პარლამენტმა „ბრექსიტის“ პირობების შესახებ შეთანხმება უკვე სამჯერ უარყო, რის გამოც პრემიერმა ტერეზა მეიმ ევროკავშირს „ბრექსიტის“ გადავადება სთხოვა. ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების დასამტკიცებლად ვადა 12 აპრილამდე მისცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]