weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ავსტრიაში ბლოკჩეინის საერთაშორისო სამიტზე საჯარო რეესტრის გამოცდილება განიხილეს

13:50 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება განიხილეს ავსტრიიის დედაქალაქ ვენაში გამართულ საერთაშორისო სამიტზე ANON Blockchain Summit Austria 2019.

საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა, რომელიც სამიტზე ორგანიზატორების მოწვევით იმყოფებოდა, მოხსენება „ბლოკჩეინის გამოყენება მიწის რეგისტრაციაში“ წარადგინა. მან აუდიტორიას უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით  საჯარო რეესტრის გამოცდილება გააცნო, ასევე პროექტის სამომავლო გეგმებზე,  შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინის ქსელში 2 მილიონი ამონაწერის  შესახებ ინფორმაციაა  გაგზავნილი.

საერთაშორისო სამიტი სამთავრობო და  ბიზნეს სექტორისთვის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობებს დაეთმო. სამიტზე 80-ზე მეტი მომხსენებელი წარდგა, მათ შორის - ავსტრიის ციფრულ და ეკონომიკურ საქმეთა ფედერალური მინისტრი მარგარეტ შრამბოკი, რომელმაც სახელმწიფო სექტორში ბლოკჩეინის დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ევროკომისიის წარმომადგენელმა ჯოზეფ ვასაკმა ასევე ევროპის ქვეყნებისთვის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მიმართულებით განვითარების მნიშვნელობას და აუცილებლობას გაუსვა ხაზი.    

სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბლოკჩეინის პროექტების ინვესტორები, სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნესის სექტორის 1500-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]