საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზის დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია იანვარში გამოცხადდა. მანამდე დირექტორი ანა კავლელიშვილი იყო, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
შეკვეთილში Black Sea Arena ბიძინა ივანიშვილმა ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. მისი 100%-ის მესაკუთრე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.